Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=595336&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე!

უმნიშვნელოვანესია:

** დაკისრებული პასუხისმგებლობის მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა;
** განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და ადმინისტრაციულ ოფისში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებთან მიმართებაში;
** დროის ეფექტური მართვა და პირადი ინიციატივები შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში;
** აინტერესებდეს კომპანიის საქმიანობის სფერო და გულშემატკივრობდეს მიმდინარე პროცესებს;
** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** შეეძლოს რეკომენდაციების მიღება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების მოსმენა და გათვალისწინება;
** მუდმივი სწრაფვა გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული და არ დაიზაროს ყოველდღიური რუტინის მართვა

ზემოთაღნიშნული უნარ-ჩვევები კანდიდატს დაეხმარება შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული ოფისის გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება, გაგზავნა;
** ოფისის მძღოლების მარშრუტების ადმინისტრირება;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** დირექტორისთვის/სტუმრებისთვის ყავა&ჩაის შეთავაზება-მომზადება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება HR ჯენერალისტთან;
** Excel-ის საბაზისო ტესტირება;
** გასაუბრება ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;

ჩვენ ვითხოვთ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** უმაღლეს განათლებას;
** MS Office-ის განსაკუთრებით Word და Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნას;
** ინგლისური ენის ცოდნას საკომუნიკაციო დონეზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-19:00
ანაზღაურება: 2000 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე foryourcareer1@gmail.com

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: foryourcareer1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია