Робота для біженців з України
ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ეკონომიკური სამსახურის ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

თბილისი - 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება - აუცილებელი;
** სასურველია კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს-გეგმის (ბიუჯეტის) დარიცხვის/საკასო მეთოდით შედგენის, დაზუსტების და შესრულების ბიზნეს პროცესების კომპანიის ბიზნეს-გეგმის (ბიუჯეტის) შედგენისა და შესრულების ანგარიშგების სახელმძღვანელოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბიზნეს-გეგმის (ბიუჯეტის) შედგენისა და შესრულების ანგარიშგების სახელმძღვანელოს განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბიუჯეტის დაზუსტებისა და შესრულების მონაცემთა ბაზის, ასევე ხელშეკრულებების მართვის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება სტრუქტურული ერთეულების მიხედვით;
** ყოველთვიურად კომპანიის ბიზნეს-გეგმის ძირითადი პარამეტრების/ოპერაციების ანგარიშგების, სხვა ეკონომიკური ნაკადებისა და ბალანსის მომზადება თანდართული ახსნა-განმარტებითი შენიშვნებით;
** ყოველთვიურად სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება და მისი ანალიზი კომპანიის ბიუჯეტის დაზუსტებისა და შესრულების მონაცემთა ბაზის, ასევე ხელშეკრულებების მართვის მონაცემთა ბაზის შემადგენელი კომპონენტების მიხედვით;
** შესასრულებლად მიღებული მოხსენებითი ბარათების და რესურსის მოთხოვნის განაცხადების სტრუქტურული ერთეულების მიხედვით დალაგება ქრონოლოგიური წესით და მათი სკანირებული ვერსიის შენახვა-დაარქივება;
** მიღებული ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და ხელშეკრულებების მართვის მონაცემთა ბაზაში წინასწარი რეგისტრაცია;
** გაფორმებული ხელშეკრულებების შედარება წინასწარ რეგისტრირებულ მონაცემებთან და მათი სკანირებული ვერსიის ელექტრონული ფორმით შენახვა-დაარქივება;
** ეკონომიკური სამსახურის ან საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულის სახელით რესურსის მოთხოვნის განაცხადის შევსება;
** ეკონომიკური სამსახურის სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** განყოფილების უფროსის, ეკონომიკური სამსახურის უფროსის და კომპანიის ხელმძღვანელების ოპერატიული დავალებების შესრულება და სხვა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "ეკონომიკური სამსახურის ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე