Робота для біженців з України
აგრო-კონსულტანტი - საგარეჯო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგრო-კონსულტანტი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია "ბარაქა" ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს აგრო-კონსულტანტის პოზიციაზე საგარეჯოში.

აგრო-კონსულტანტის მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტირება;
** აგრონომიული კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მომხმარებლისათვის;
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი და მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა და ხელმძღვანელობისადმი ინფორმაციის მიწოდება;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

"აგრო-კონსულტანტი"-ს პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს.

ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
სამუშაო ადგილი: ქ. საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აგრო-კონსულტანტი" საგარეჯო.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე