Робота для біженців з України
შიდა წარმოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კერძო სააღსრულებო ბიურო
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს ვაკანსიას შიდა წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

გამოსაცდელი ვადა: 3-დან 4 თვემდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

მოვალეობები:

** სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა
** ბიუროს საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა
** აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით
** სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირებთან და სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია

სავალდებულო მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იყოს ამავე მიმართულების მე-3/4 კურსის სტუდენტი.
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

განცხადების ბოლო ვადა: 06.12.2024

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (აუცილებლად ფოტოსურათით) ელფოსტაზე: enforcer.office@gmail.com. "Subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე