დასახელება:
საწყობის მუშა
|
მომწოდებელი:
შვიდი მითი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის სფერო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკვები დანამატებისა და საკვები საღებავების წარმოება, სადეზინფექციო-სარეცხი საშუალებების წარმოება, ვაკუუმ და თერმოშეფუთვების წარმოება, საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია.
შ.პ.ს. "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მუშა
მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთების (შესაფუთი მასალები, ვაკუუმპაკეტები თუ სხვა ნედლეული) დასაწყობება, მანქანების გადმოტვირთვა, საექსპორტო ტვირთების გამზადება, შეფუთვა და დატვირთვა.
სამუშაო განაკვეთი:
** სრული - კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** ანაზღაურება 1100 ლარი
** თანამშრომლებისთვის სადილს უფასოდ უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო ინფორმაცია ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com.
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მუშა".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე).
"შვიდ მითში"-ში პერსონალური თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://shvidimeat.com/ge/
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|