დასახელება:
HR/ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
იბერკომპანი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
"იბერკომპანია" აცხადებს ვაკანსიას HR/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
გამარჯობა! მადლობა რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით.
თუ ხარ მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კორპორაციულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამ, შეიძლება, ჩვენი ვაკანსია ზუსტად შენთვის იყოს. იბერკომპანის გუნდი ახალ წევრს ეძებს. ჩვენთან დაგხვდება ახალგაზრდა, მეგობრული გუნდი და გექნება სწავლის/განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** ოფისისთვის საჭირო მასალებისa და ინვენტარის შეძენა, მარაგების მონიტორინგი;
** ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
** ადმინისტრაციულ-ტექნიკური რესურსების მხრივ თანამშრომლების მხარდაჭერა (დოკუმენტების სკანირება, ქსეროქსი, წერილის გაგზავნა);
** დღის განმავლობაში სტუმრების დახვედრა;
** ადამიანური რესურსების მართვისთვის საჭირო ადმინისტრაციული დავალებების შესრულება (პროგრამა self.hr-ში მუშაობა);
** კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Google Mail, Drive) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** ყურადღებიანი
** განვითარებაზე/სწავლაზე ორიენტირებული
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
და თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე - info@ibercompany.ge. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება და შენი სახელი-გვარი.
წარმატებები!
|
|
|
|