Робота для біженців з України
სასერტიფიკატო პროგრამა ფირის ფოტოგრაფია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ფირის ფოტოგრაფია
მომწოდებელი: რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლო წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე: ფირის ფოტოგრაფია.

** სტუდიური მუშაობა;
** ხელოვნური განათების შესწავლა;
** ფოტო ფირის ფორმატები;
** ფირის კამერების ტექნიკური აგებულების შესწავლა;
** ექსპოზიციის მართვა;
** ლაბორატორიული პროცესები;
** ფირის ქიმიური დამუშავება;
** ფოტო ქაღალდზე ბეჭდვა ფირიდან, რეაქტივების გამოყენებით.

პროგრამის ხელმძღვანელი: ლევან მახარაძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე.
სამუშაო საათების რაოდენობა : კვირაში 4 სამუშაო საათი.
კურსის ღირებულება: 1200 ლარი (თვეში 300 ლარი).

რეგისტრაცია გრძელდება 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით

სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი: 18 ნოემბერი, 2024

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeEqWgNyWZ91zk1xXwKjye7Up_qtTnz90MbVxr3EE0-g7ZhMQ/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0 ან დაგვიკავშირდით 574 010 636 / 577288716.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე