Робота для біженців з України
ხორცის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხორცის სპეციალისტი
მომწოდებელი: JB Trade
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
შპს "ჯეი ბი ტრეიდი" წარმოადგენს ნედლი საქონლის და ღორის ხორცის მაღალი სტანდარტის სარეალიზაციო სავაჭრო ქსელს. რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს "შინაურები"-ს სახელით.

კომპანია შპს "ჯეი ბი ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ა. ბოჭორიშვილის 3 ა
თვეში ორ კვირიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
** სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება.
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციის და ნაშთების კონტროლი.
** რეალიზაციიდან და ნაშთებიდან გამომდინარე მომდევნო დღის შეკვეთების ფორმირება.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების წარმოება.

მოთხოვნები:

** ყასბად/ხორცის დამუშავების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება მსხვილ სავაჭრო ქსელში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.
** კლიენტთა მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები.
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: i.jorbenadze@jbtrade.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე