Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
შპს "ტუმბო" ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის, კომპანიის საქმიანობაა წყლის, გათბობის და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში (3 თვე) 1000 ლარი, სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ 1200 ლარი.
ანაზღაურება მზარდია კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევას;
** გრძელვადიანი თანამშრომლობას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა.
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის მოწესრიგება.
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში.
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ; (Word, Excel, Internet);
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@tumbo.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე