დასახელება:
რკინიგზის ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
ჰანიველ ცემენტი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
თანდართული ფაილი:
595223_2024___Application_Form_GE__5360835.zip
|
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში რკინიგზის ცვლის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70.
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** დატვირთული და ცარიელი ვაგონების გაფორმება საქართველოს რკინიგზის პროგრამაში;
** შემოსული და გასული ნედლეულების აღრიცხვა;
** დაცლა-დატვირთვაზე ვაგონების დროულად მიწოდება;
** სადგურიდან ვაგონების დროულად მიღების უზრუნველყოფა;
** საამქროში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** საამქროში გასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
სასურველია გქონდეთ:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება რკინიგზის მიმართულებით;
** თბომავლის ტექნიკური აგებულების ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება რკინიგზაში;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - რკინიგზის ცვლის უფროსი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|