დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
წერტი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციებზე.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშო დღე, 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
მდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი, ბონუსი - ანაზღაურების 20%;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
ფიტპასი;
ფასდაკლების ბარათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება მაღალი სტანდარტებით (პოზიტიური განწყობა),
** კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** დახლზე პროდუქციის ასორტიმენტის განლაგება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|