დასახელება:
კლინიკური კვლევების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური კვლევების კოორდინატორის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სამედიცინო ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** GCP-ს რეკომენდაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკური კვლევის პროექტის მართვა;
** კვლევის პროცესში ჩართულობა;
** მკვლევართა გუნდის დახმარება დოკუმენტაციის წარმოებაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** რესურსების ეფექტური ხარჯვის მონიტორინგი;
** კვლევასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 06.12.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|