დასახელება:
კატეგორიის მენეერი
|
მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი - ე. ანდრონიკაშვილის 151.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლის მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საფასო პოლიტიკის სწორად დაგეგმვა/კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის მართვა;
** ასორტიმენტის მართვა;
** საქონლის ნაშთების მართვა;
** აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
** ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კვების წარმოებასა და გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office; APex;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|