დასახელება:
აკადემიური თანამდებობები
|
მომწოდებელი:
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
თანდართული ფაილი:
595030_danarti_3971801.zip
|
"ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში" გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
1.1. მიმართულება: მენეჯმენტი
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი;
1.2. მიმართულება: საზღვაო მეცნიერებები
** პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანტური ადგილი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა პროფესიული ნიშნით-3 (სამი) ვაკანტური ადგილი;
1.3. მიმართულება: საზღვაო ინჟინერია
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით-1 (ერთი) ვაკანტური ადგილი;
1.4. სასწავლო კურსი: აკადემიური წერა
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით),
1.5. მიმართულება: სამართალი;
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა აკადემიური ნიშნით - 1 (ერთი) ვაკანსია (აკადემიური ნიშნით),
აკადემიური თანამდებობებისათვის მოთხოვნებად განისაზღვროს:
აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ა) პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
ბ) ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
გ) ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ასისტენტის შემთხვევაში - საქართველოს ან უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დოქტორანტობა;
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:
ა) ასისტენტ პროფესორი - უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.
3. კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
** კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 05.11.2024;
** საკონკურსო საბუთების მიღება: 09.12.2024 - 11.12.2024.
** კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა - 12.12. 2024- 13.12.2024;
** კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 16.12.2024-18.12.2024 (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
** კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 19.12.2024;
** კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 20.12.2024;
** საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 23.12.2024 - 24.12.2024;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 26 დეკემბრისა (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნსუ - ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 27.12.2024.
4. კონკურსზე წარსადგენ დოკუმენტებად განისაზღვროს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
დ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4-ზე; ელ. ვერსია);
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
ვ) უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
ზ) სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა.
თ) კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
თ) უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" (საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ი) წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ იქნას:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას: მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, პედაგოგიური (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) ასისტენტის შემთხვევაში: აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას, უსდ-ს მიერ გაცემული ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (სადოქტორო პროგრამის დასახელების, ჩარიცხვის თარიღის, სტუდენტის სტატუსის, პროგრამის სწავლის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით);
საკონკურსო დოკუმენტაციის მისაღებად შეიქმნას საკონკურსო საბუთების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
** ინდირა ლორთქიფანიძე (ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი) - კომისიის თავმჯდომარე;
** ირმა ტუნაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი) - კომისიის მდივანი;
** ნინო მდივანი (კანცელარიის ხელმძღვანელი) - კომისიის წევრი;
** ოთარ ცინცაძე (ხარისხის მართვის მენეჯერი) - კომისიის წევრი;
წინასწარი შედეგების გამოცხადების მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
** კომისიის თავმჯდომარე: ელიდა ხვედელიძე (რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი);
** კომისიის მდივანი: ქეთევან გოლეთიანი (ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი);
კომისიის წევრები:
** ლევან ბოლქვაძე (საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
** ხინთიბიძე კახაბერ
** ბადრი გეჩბაია (ეკონომიკის დოქტორი) - კომისიის მოწვეული წევრი;
** ინგა შამილიშვილი (ფილოლოგი) - კომისიის მოწვეული წევრი;
** ნინო გობაძე (ბნსუ-ს იურისტი) - კომისიის წევრი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და განხილვის მიზნით შეიქმნას საპრეტენზიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კომისიის თავმჯდომარე: დურსუნ ცინცაძე (ბნსუ-ს პროფესორი);
კომისიის წევრები:
** ანზორ დევაძე - (ეკონომიკის დოქტორი) - კომისიის მოწვეული წევრი;
** კონსტანტინე ბოხუა - (იურისტი) - კომისიის მოწვეული წევრი;
** ვალერიან იმნაიშვილი (ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
** მზევინარ ძირკვაძე (ფილოლოგი, პროფესიული დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი);
ინფორმაცია კონკურსის შესახებ არაუგვიანეს 05 ნოემბრისა განთავსდეს ბნსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.bntu.edu.ge) და გამოცხადდეს დასაქმების განცხადებების ვებ-გვერდზე (www.jobs.ge). ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა გიორგაძე;
ბნსუ-ს ვებ-გვერდზე (https://bntu.edu.ge/) და დასაქმების განცხადებების ვებ-გვერდზე (https://www.jobs.ge/). განთავსდეს კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:
** კონკურსანტის განცხადების ფორმა;
** კონკურსანტის ანკეტა;
** აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი.
კონკურში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ: პროფესორი - 5 ვადით, ასოცირებული პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტი - 4 წლის ვადით;
საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდეს წინამდებარე ბრძანებაში მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტაზე: hr@bntu.edu.ge).
დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, წინამდებარე ბრძანების, ასევე, კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგების ასახვა ბრძანებით დადგენილ ვადებში, ბნსუ-ს ვებგვერდის (https://bntu.edu.ge/) მეშვეობით;
საკონკურსო საბუთების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს ინდირა ლორთქიფანიძე, საკონტაქტო ტელ. +995 599 53 22 01; ელ. ფოსტა: hr@bntu.edu.ge;
საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს მზევინარ ძირკვაძე, საკონტაქტო ტელ., +995 555 35 93 08; ელ. ფოსტა: m.dzirkvadze@bntu.edu.ge
დაევალოს კანცელარიის ხელმძღვანელს ბრძანების გაცნობა შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებული და ბრძანებაში მოხსენიებული პირებისათვის.
ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30), გამოცემიდან ერთი თვის ვადაში.
|
|
|
|