დასახელება:
სერვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ამბოლი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge, http://www.facebook.com/amboli.ge/?fref=ts
"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 64.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვის ცენტრში შემოსული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალირება, დეფექტაცია, საჭირო მასალების და დეტალების მომარაგება;
** სერვის ცენტრის ყოველდღიური გამართული ფუქნციონირების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების და სისუფთავის სტანდარტების დაცვა და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაო შესრულების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სერვის მენეჯერი - თბილისი
გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლი"-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|