Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=595009&print=yes&view=jobs
 
ონბორდინგის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონბორდინგის ტრენერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ონბორდინგის ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო/საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
** სტაჟიორებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტაჟიორებისთვის პრაქტიკული უნარების შეძენაში დახმარება;
** ტრენინგის შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

პერსონალური თვისებები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დელეგირების უნარი;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონბორდინგის ტრენერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია