დასახელება:
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
დჯ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
კომპანია "DG ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** MS SQL Server 2005/2008/2012/2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
** T-SQL თან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** მონაცემთა ბაზების მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა;
** მონაცემთა ბაზის მართვის პოლიტიკების და უსაფრთხოების ნორმების დანერგვა;
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთან ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაკვირვების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@dgholding.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|