დასახელება:
რეპორტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბენეფიკა
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
საკონსულტაციო კომპანია "ბენეფიკა" სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
4+1 სამუშაო კვირა, 1 დღე შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** გაყიდვების მონაცემთა ბაზის განახლება და რეპორტინგი;
** ფულადი სახსრების მოძრაობის ბაზის განახლება საბუღალტრო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშების აღრიცხვა;
** საწარმოო მარაგების შესყიდვების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა ხასიათის რეპორტების მომზადება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეკონომიკური/ფინანსური განათლება, კანდიდატი შესაძლებელია იყოს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@benefica.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|