Робота для біженців з України
არაბულენოვანი უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაბულენოვანი უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: ვორტექს კაპიტალი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "Vortex Capital" აცხადებს ვაკანსიას არაბულენოვანი უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 18:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არაბულენოვანი კლიენტებისთვის სასურველი ობიექტების მოძიება და შეთავაზება;
** კლიენტების საჭიროებებისა და ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა მათთვის შესაფერისი ობიექტების შეთავაზებისთვის;
** მოლაპარაკებების პროცესების წარმართვა, კლიენტების ინფორმირება ბაზრის პირობებზე, ფასებზე, საკანონმდებლო მოთხოვნებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია არაბული და ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@vortexcapital.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე