Робота для біженців з України
ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის
მომწოდებელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"მედიის განვითარების ფონდი" (MDF), საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების სერტიფიცირებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგი: მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის.

ინტენსიური ტრენინგის მოდული შემდეგ საკითხებს მოიცავს:

** ინფორმაციული ქაოსი და ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ტიპოლოგია
** წყაროების და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზი და ინფორმაციის გადამოწმება
** ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) და პროფილების გადამოწმება ღია წყაროებით (OSINT)
** გეოლოკაციის გამოყენება ინფორმაციის გადამოწმების პროცესში
** კიბერუსაფრთხოება და კიბერბულინგი.

ტრენინგს გაუძღვებიან MDF-ის ტრენერები. ტრენინგის ხანგრძლივობა 4 სთ-ია.

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა 20 ნოემბრამდე უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია. ტრენინგი გაიმართება 30 ნოემბერს ქ. თბილისში.

ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 20 ადამიანია. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ ან ისეთ აპლიკანტებს, ვისაც მსგავსი ტრენინგები ადრე არ გაუვლია.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ Info@mdfgeorgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე