Робота для біженців з України
ჯავშნების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯავშნების მენეჯერი
მომწოდებელი: ინნ ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ვაკანსია ჯავშნების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ხელზე ასაღები ხელფასი: 1200-1500
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია დადასტურებული მოთხოვნები სიზუსტით ასახოს სასტუმროს ჯავშნის სისტემაში და აწარმოოს უკუკავშირი, როგორც მომწოდებლებთან ასევე უშუალო ზემდგომ მენეჯერთან.
** თითოეული სასტუმრო ობიექტის ხელმისაწვდომი ოთახების მონიტორინგი ყოველდღიურად
** სასტუმროს ჯავშნის პანელში შეტანილი ჯავშნის სტატუსის მონიტორინგი /განახლება და უკუკავშირი მომწოდებელთან/უშუალო მენეჯერთან
** მენეჯერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისტემაში ჯავშნის შეტანა დადგენილი სტანდარტით
** სისტემაში შეტანილი ჯავშნის შესაბამისად, ინვოისის/ჯავშნის დასტურის გადაგზავნა პარტნიორთან ან უშუალო ზემდგომ მენეჯერთან
** მჭიდრო კავშირი უშუალო მენეჯერთან და გაყიდვების გუნდთან
** კომპანიის პოლისით დადგენილ შეხვედრებში ჩართულობა.
** მჭიდრო კავშირი დეპარტამენტის და სასტუმროს ადგილობრივ გუნდის წევრებთან
** მენეჯმენტის სხვა გონივრული მოთხოვნის შესრულება, კომპეტენციისა და ზემოხსენებული სამუშაო აღწერილობის ფარგლებში
** ელ. ფოსტის მუდმივი მონიტორინგი და ჯავშნების შეყვანა სტანდარტების მიხედვით
** Arrival report - ის შემოწმება (FIT), რომლებიც 48სთ მანძილზე შემოდიან სასტუმროში და შეხსენება გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო ჯგუფების შემთხვევაში 14 დღით ადრე. შაბათ-კვირის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ პარასკევს მიიღოთ ქვითრები, წინააღმდეგ შემთხვევაში პირად შეტყობინებაში უნდა მიიღოთ ქვითარი
** გადახდების ყოველდღიური რეპორტინგი გაყიდვების მენეჯერთან. ექსტრანეტის მიხედვით stay view -დან.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კარგი კომპიუტერული უნარები, როგორც შიდა ასევე ონლაინ დაჯავშნის სისტემების ცოდნა
** გასაყიდი პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა
** სათანამშრომლო ფასების ზედმიწევნით ცოდნა
** გადახდისა და გაუქმების პირობების ზედმიწევნით ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hroutsource24@gmail.com არაუგვიანეს 2024 წლის 15 ნოემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე