დასახელება:
თევზის ყასაბი
|
მომწოდებელი:
თურსა
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მარკეტში თევზის ყასაბის პოზიციაზე ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სუპერმარკეტი "თურსა" მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ, ახალ და მაღალი ხარისხის პროდუქციას.
ძირითადი მოვალეობები:
** შესაბამისი თევზეულის პირველადი დამუშავება;
** თევზეულის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** თევზპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** უმაღლესი დონის ჰიგიენური უნარები;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** სისწრაფე.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თევზის ყასაბი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|