დასახელება:
ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თურსა
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
კომპანია "თურსა" ეძებს ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა განვითარების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა);
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქტების გეგმური ინვენტარიზაცია.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური განათლება);
** აუცილებელია ტანსაცმლის ხაზის მიმართულებით საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე Tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერი". კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577441183
|
|
|
|