Робота для біженців з України
საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კომპანია "ელთიბი", ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალებისა და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, რომელშიც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის #21 ბ
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე;
ანაზღაურება: 1200-1336 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტანციური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ვებგვერდი, ელფოსტა, სოციალური ქსელები და სატელეფონო ცენტრი) მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** გაყიდვების სტიმულაციისა და ხელშეწყობის მიზნით შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ ან/და არსებულ მომხმარებლებთან;
** ელფოსტაზე შემომავალი შეკითხვების პროცესირება, შეკვეთების გაფორმება და პროგრამული გატარება;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურებების შესახებ ზოგადი ცოდნის გაღრმავება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ქოლცენტრის ან მომსახურების სფეროში;
** გაყიდვების სკრიპტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** MS Office-ის (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა.

კომპეტენციები:

** კარგი კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი.

შერჩევა განხორციელდება 3 ეტაპად:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება, მათ შორის უცხო ენებზე;
** გასაუბრება ოფისში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საკონტაქტო ცენტრის სპეციალისტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე