დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ლოიალტე
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში.
"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (https://www.loialte.com.ge) "ლოიალტე" პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ "ლოიალტე"-ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ან/და ზედმეტობის კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვის კონტროლი;
** შემუშავებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/მოწესრიგება და ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტის გაფორმება კონტრაგენტებთან;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ან/და ზედმეტობის კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვის კონტროლი;
** საწესდებო კაპიტალის ცვლილებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** სესხებისა და მასზე გაანგარიშებული პროცენტების აღრიცხვა მონიტორინგი;
** კლიენტებთან გადასახადების შესახებ რეპორტინგი კომპანიაში დანერგილი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი ∙ ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელფასების, ბონუსების და ა.შ. დარიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციებისა და საპენსიო დეკლარაციების/გაანგარიშების მომზადება და გაგზავნა სავადო თარიღებში;
** ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და გაგზავნა სავადო თარიღებში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** კლიენტთან გეგმური ვიზიტების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** დაქვემდებარებული ბუღალტრების, მათი სამუშაო პროცესის მონიტორინგი და აღრიცხვის სისწორის გადამოწმება;
** გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კონტროლი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** Excel-ის Intermediate დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმარების, მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ზედამხედველობა/კონტროლის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ფლობა;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უფროსი ბუღალტერი") და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.
წარმატებას გისურვებთ.
|
|
|
|