დასახელება:
ინკასატორი
|
მომწოდებელი:
PayBox
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"Pay Box" საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პოზიციის მიზანია, ქსელში არსებული ტერმინალების გაინკასირება.
პოზიციის მიზანია, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასირება.
რას გააკეთებ:
** ქსელში არსებული ტერმინალების ინკასირება;
** უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები: უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
მნიშვნელოვანია: უძრავი, მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან მესამე პირით თავდებობა;
ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.
გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
|
|
|
|