დასახელება:
უმცროსი IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** IT Support-ის ტელეფონზე შემოსული ზარებზე პასუხის გაცემა და ტელეფონზე ან პორტალზე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება.
** ქსელური, აპარატურული და სერვერულ ინფრასტრუქტურაზე ყურადღების მიქცევა, დამატება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა (დაშლა-აწყობა, ტექნიკურ გამართვა);
** დაზიანებული ნაწილების იდენტიფიცირება;
** Microsoft Windows (Desktop) ინსტალაცია, კონფიგურირება, მონიტორინგი და ადმინისტრირება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება;
** სამომხმარებლო პროგრამების ზედაპირული ცოდნა და ინსტალაცია.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლის უნარი
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "უმცროსი IT სპეციალისტი".
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|