Робота для біженців з України
რეზერვი უნივერსალური მოლარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რეზერვი უნივერსალური მოლარე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე