დასახელება:
მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
შპს "ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
მისამართი:
** ერმილე ბედიას ქუჩა N33 - "ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი"
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, მონიტორინგი;
** კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი;
** ყოველდღიური შედეგების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
სამუშაო გამოცდილება:
** ფარმაცევტად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|