დასახელება:
საწარმოს მზარეული
|
მომწოდებელი:
კაფე-რესტორანი სტრადა
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მზარეულის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადას" მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის ნახევარფაბრიკატების მარაგით უზრუნველყოფა, შესაბამისი დროისა და სტანდარტების მიხედვით;
** ხორც-პროდუქტების, ბოსტნეულის, ნახევარ-ფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** 50%-იან ფასდაკლებას "სტრადას" და "ოროს" სრულ მენიუზე, სამუშაო დღის განმავლობაში
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწარმოს მზარეული".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|