Робота для біженців з України
კერძო კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კერძო კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა მოტორსის" გუნდში კერძო კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** თითოეული კლიენტის ჭრილში, გაყიდვების სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიებაზე მუდმივი ზრუნვა, პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის მომსახურებით სარგებლობაზე (მოლაპარაკება სავაჭრო პირობებზე);
** კორპორატიულ კლიენტთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება უშუალო უფროსთან და შესაბამისი ფორმის (ბრიფი) შედგენა;
** შევსებული ფორმის (ბრიფის) შეთანხმება მენეჯმენტთან და ხელშეკრულების მომზადება შეთანხმებული პირობების მიხედვით.
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა და ბაზის მართვა
** კლიენტებთან სისტემატური კონტაქტი მათ მიერ წამოჭრილი საკითხების შესწავლის და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** თითოეული კლიენტის შესწავლა და ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება/მიღწევის მიზნით.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** აუცილებელია ავტოსერვისის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილის აგებულების ცოდნა
** აუცილებელია SAP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel საშუალო დონეზე ცოდნა

მაშინ ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1387

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე