Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SS.ge
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"SS.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

SS.ge განცხადებების ყველაზე დიდი პორტალია, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, განათლება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.

SS.ge-ს მეგობრულ გუნდს გვსურს შემოგვიერთდეს გაყიდვების მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საიტის ბანერების გაყიდვების მართვასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საიტის საბანერე პოზიციების გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვა და სტრატეგიული მართვა;
** სარეკლამო პირობების შეთანხმება და კონტრაქტების მომზადება;
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, ეფექტურობის შეფასება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება სარეკლამო მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49;
ანაზღაურება: ფიქსირებული, გაყიდვებიდან გამომდინარე საბონუსე სისტემა;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: ana@ss.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: ana@ss.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე