რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/
კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას დროებითი ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ, შაბათი - 09:00 - 14:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სატელეფონო ცენტრის ნომერზე შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის სოციალურ ქსელში შემოსულ პირად შეტყობინებებზე, კომენტარებზე პასუხის გაცემა დადგენილი პროცედურისა და სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიის ვებგვერდზე შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** კომპანიის გაყიდვის არხებით (ტელეფონი, სოციალური ქსელი, ვებგვერდი) შემოსული შეკვეთების პროგრამულ უზრუნველყოფაში გაფორმება;
** მომხმარებელთან გამავალი ზარების განხორციელება შეკვეთის ჩაბარების დეტალების დასაზუსტებლად;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა APEX - ის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობა;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge და "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|