დასახელება:
ბელბოი
|
მომწოდებელი:
Grand Bellagio
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel" აცხადებს მიღებას სასტუმროს ბელბოის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #3
ანგარიშვალდებულება: სასტუმროს მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრებთან თავაზიანი შეხვედრა, სტუმართათვის საუკეთესო პირველი შთაბეჭდილებისა და მაღალი მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმრების დახმარება, მათი ჩანთების, ბარგისა და სხვა ნივთების ოთახამდე მიტანა;
** სტუმრებისთვის ოთახის ჩვენება, სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს დატოვებამდე, სტუმრის ნივთების სათავსო ოთახში გადატანა;
** სათავსო ოთახის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** სტუმრებისათვის სასტუმროში და გარე ტერიტორიაზე ორიენტაციის გამარტივება;
** მინი ბარების შევსება და სეტაპების დალაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებას;
** თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს;
** საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: career@wondersoftheworld.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|