Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=594786&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ქართული-სუნელ სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუციის ჯგუფის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის და სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიების შემუშავება, მათი ინიციირება და განხორციელება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება კონტროლი;
** ქსელში არსებული კონსიგნაციების კონტროლი ;
** ქსელურ მარკეტებში აქციების დაგეგმვა საჭიროების შემთხვევაში;
** გაყიდვების გეგმის შედგენა ;
** სადისტრიბუციო ქსელის ეფექტური გადაყოფა და მარშრუტების შედგენა; დაფარვების მონიტორინგი;
** სახელფასო და საბონუსე სისტემების შემუშავება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** გაყიდვების მოცულობის გაზრდა მომხმარებელთა შესაბამისი სეგმენტის სწორი განსაზღვრით;
** ახალი კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** სრული ლოჯისტიკური ციკლის კოორდინაცია და მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მიმდინარე დავალებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით ახალი იდეების ინიციირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ, პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** პასუხისმგებელია ფინანსურად საწყობის კონტროლზე, დანაკლისზე და ზედმეტობაზე (გაყიდვების გუნდთან ერთად)
** პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი № 6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ
** დასვენება: შაბათი-კვირა.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი 2024 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია