Робота для біженців з України
ბრენდ ზონის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ ზონის მენეჯერი
მომწოდებელი: Dyson
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია", მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, "Dyson"-ის რიგით მესამე ბრენდ ზონისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ზონის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება
** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად
** გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** ახალი მოდელების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი"
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Dyson ბრენდ ზონის მენეჯერი".

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე