დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
შპს "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების ROSHEN-ის, DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: მზიურის ბიზნეს ცენტრი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი # 2;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; (09:00 სთ- 17:00სთ)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის ვებგვერდის და ციფრული მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok);
** იდეების გენერირება, კონტენტის კალენდრის შექმნა, დაგეგმილი კამპანიების განხორციელება;
** ქოფირაითინგი - ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის შექმნა და განთავსება;
** სარეკლამო (Ads) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ბიუჯეტის შემუშავება და რეპორტინგი;
** კომპანიის სოცგვერდებზე მომხმარებელთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია.
მოთხოვნები/უნარები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
** Google Analytics, Google Ads მუშაობის გამოცდილება;
** Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ვიდეო რილსების გადაღების გამოცდილება;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** სოც. მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** (Adobe Photoshop, illustrator, ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
** კრეატიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედია მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
|
|
|
|