დასახელება:
ფილიალის მმართველი
|
მომწოდებელი:
პრობლემური აქტივების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
კომპანიის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებული, გაპრობლემებული სესხების დამუშავება, სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.
ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტებით.
აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ, შრომისმოყვარე ადამიანებს ფილიალის მმართველის პოზიციაზე ზესტაფონში.
მოვალეობები:
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.
** ფილიალის მართვა;
** დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პირველობისკენ სწრაფვა;
** დარწმუნების უნარი;
** სხარტი აზროვნება.
აუცილებელი მოთხოვნა: გუნდის დაკომპლექტება მინიმუმ 10 კაციანი შემადგენლობით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით)
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
** უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.
** ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-საათიდან 18:00-საათამდე.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული - 1500 ლარი;
** + ბონუსი;
** + ჯგუფის ბონუსი;
** + კვარტალური ბონუსი.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც ფიქსირებულ, ასევე მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს;ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pas.ge
საბჯექტის (სათაურის) ველში მიუთითეთ ვაკანსიის და თქვენთვის სასურველი რეგიონის დასახელება, რომელ რეგიონშიც გსურთ დასაქმება.წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|