Робота для біженців з України
ტენდერი - პროექტის MOSAICS ვიდეო რგოლის დამზადება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - პროექტის MOSAICS ვიდეო რგოლის დამზადება
მომწოდებელი: ლტოლვილთა დანიის საბჭო
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 594346_danarti_3779853.zip
"ლტოლვილთა დანიის საბჭო" (ლდს) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე და პირობებზე

ლტოლვილთა დანიის საბჭო პროექტის "MOSAICS" ფარგლებში იწვევს კვალიფიციურ და დაინტერესებულ მომწოდებლებს ვიდეო რგოლის დამზადებისათვის.

პროექტის სახელწოდება: MOSAICS - "დასავლეთ საქართველოში, ხის დამუშავების მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციების სოციალურად პასუხისმგებელი ქმედებებისა და ინიციატივების ორგანიზება და გაძლიერება, აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლში (ABL) ბავშვთა უფლებების მხარდასაჭერად".

დონორი: ახალი დემოკრატიის ფონდი (NDF)

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის წახალისებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამიზნე თემებში ეკო-მეგობრული და ადგილობრივად წარმოებული საგანმანათლებლო სათამაშოებისა და თავსატეხების გამოყენებით, რაც წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების, თემის მობილიზაციის და ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვის ეფექტურ ინსტრუმენტს. პროექტი მხარს უჭერს პარტნიორობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, სოციალურ საწარმოებსა და ახალგაზრდებს/ქალთა ლიდერებს შორის სამიზნე ადგილებში.

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნილი მომსახურების ფასის დაფიქსირებით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (დღგ)-ს ჩათვლით.

შემოთავაზების საგანი: პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადება
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2024 წლის 1 ნოემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ნოემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 18:00 საათი
სერვისის/სერვისების ჩაბარების ვადა: ნოემბერი 2024 - მარტი 2025

აღწერა:

** შემოთავაზების საგანი: პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადება
** ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა: 5 წუთი
** ენა: ქართული ინგლისური სუბტიტრებით
** ველზე ვიზიტი: 2-3 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
** გადაღების პერიოდი: ნოემბერი - მარტი

შინაარსი და მიზანი: ვიდეო მიზნად ისახავს წარმოაჩინოს პროექტის წარმატება და მიღწევები, აჩვენოს მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა და მათი დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.

წარმატების/ადამიანური ისტორიები: ვიდეოში წარმოდგენილი იქნება ორი ისტორია, რომელიც ასახავს, თუ როგორ დადებითად იმოქმედა პროექტმა მონაწილეების ცხოვრებაზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

ვიდეოს ძირითადი სეგმენტები:

** ტრენინგის სესიები: ამ სეგმენტში წარმოდგენილი იქნება ტრენინგების სესიათა ამსახველი მასალა. აქ ნათლად გამოჩნდება, თუ რა უნარ-ჩვევებს სწავლობენ მონაწილეები და რა სარგებელს იღებენ ისინი ტრენინგებიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ერთ-ერთი მონაწილის გამოცდილებაზე, სადაც მისი მიღწევები, სწავლა და ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენების გეგმები იქნება ასახული.
** საბავშვო ბაღი: აღნიშნულ სეგმენტში წარმოდგენილი იქნება საბავშვო ბაღებისთვის გაწეული დახმარება და მიწოდებული რესურსები. ვიდეოში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ზემოქმედებს პროექტი დადებითად საბავშვო ბაღების საქმიანობაზე და რა გავლენა აქვს მას ადრეულ განათლებაზე.
** წიგნის პრეზენტაცია/მიწოდება: ეს სეგმენტი აღწერს საგანმანათლებლო მასალების მიწოდების პროცესს საბავშვო ბაღებში. აქ წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი პედაგოგის ისტორია ან კომენტარი, რომელიც ახსნის, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს მასალები როგორც მასწავლებლებს, ასევე ბავშვებს.

რეზიუმე: ვიდეო წარმოადგენს პროექტის შედეგებსა და მიღწეულ სარგებელს, გააცნობს მაყურებელს პროექტის უშუალო ბენეფიციარებსა და სამიზნე ჯგუფებს. ნაჩვენები იქნება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთავს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობასა და მათ აუცილებლობას.

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** Invitation to submit price quotation (s) for the Production of the "MOSAICS" Project Video Clip/მოწვევა პროექტის "MOSAICS" ვიდეო რგოლის დამზადების ფასთა კ (ვ)ოტირებაზე (გაეცანით ყურადღებით არ საჭიროებს გადმოგზავნას)
** ფას (ებ)ის კვოტირების სრულად გადმოაგზავნეთ შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი - გადმოაგზავნეთ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (Supplier Code of Conduct)
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - გადმოაგზავნეთ შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (Supplier Profile and Registration Form)
** გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).

დამატებით მომწოდებლის მხრიდან წარმოსადგენი დოკუმენტები:

** კომპანიის/ორგანიზაციის მფლობელის დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი
** კომპანიის/ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სასურველია ინგლისურ ენაზე

შეფასების კრიტერიუმი: შეფასებისთვის წარმოსადგენი ინფორმაცია და ნიმუში (ები)

** შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
** უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად
** მსგავს პროექტებში გამოცდილება - დეტალური ინფორმაცია განმცხადებლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. (თან დაურთეთ საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მისაღებად იმ ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებთანაც გქონდათ თანამშრომლობა.)
** წარმოდგენილი მომწოდებლის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი (ები) - რომლებიც წარმოადგენენ მსგავს შინაარსს და ფორმატს, რაც მოთხოვნილია "MOSAICS" პროექტისთვის - გთხოვთ ვიდეო რგოლი (ები) გადმოაგზავნოთ ტენდერის სხვა დოკუმენტებთან ერთად ტენდერის ელ. მისამართზე ბმულის სახით

შემოთავაზების წარდგენის ფორმა

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო კვალიფიკაციებსა და გამოცდილებას, მოცემული მოწვევის შესაბამისად, შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ინტერესი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rfq.geo.wcg@drc.ngo (სატენდერო წინადადება მიიღება მხოლოდ აღნიშნულ ელ მისამართზე)

ტენდერთან დაკავშირებული მხოლოდ შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე მისამართით: sophiko.lagvilava@drc.ngo

შეკითხვებზე პასუხის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ნოემბერი 17:00.

ანგარიშსწორება

შემსყიდველმა უნდა განახორციელოს გადახდა ინვოისისა და ლდს-ს `მიღებული სერვისის სერტიფიკატის` მიღებიდან ათი (10) სამუშაო დღის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე