Робота для біженців з України
პერსონალური ექიმი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ექიმი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის პოზიციაზე ბათუმში

სამუშაო ადგილი: "იმედი L" - ის პროვაიდერი კლინიკა
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00

სამუშაო ადგილი: ბათუმის პორტი
სამუშაო საათები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი 14:00-18:00; სამშაბათი-ხუთშაბათი 09:30 - 13:30

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის დიაგნოსტირება და მისი პირველადი კონსულტაცია;
** ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება და ანალიზი;
** პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვების გაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე);
** საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (თერაპიის ან/და პედიატრიის მიმართულებით);
** საოჯახო მედიცინის ან/და შინაგანი მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე