Робота для біженців з України
Back End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას Back End დეველოპერის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების პროგრამული უზრუნველყოფა;
** არსებული პროგრამების განახლება და განვითარება;
** აქტიური მონაწილეობის მიღება, როგორც პროექტების და მოდულების დაგეგმარებაში, ასევე კოდის განხილვის პროცესში;
** დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა;
** ახალი ვებ ტექნოლოგიების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება .Net დეველოპერის პოზიციაზე;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება senior software developer-ის პოზიციაზე
** Deep understanding of .Net Core concepts
** Deep understanding of OOP principles
** Deep understanding S.O.L.I.D Principles
** MS SQL and/or PostgreSQL
** Design principles/patterns
** Unit testing tool/framework (xunit or nunit)
** Microservice Architecture
** Kafka and / or RabbitMQ
** Code versioning tools (GIT at least)
** REST, GraphQL
** Data structures and algorithms

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08 ნოემბერი 2024

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე