Робота для біженців з України
სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ჩვენ, საკონსულტაციო კომპანია, "ფინანსური ლაბორატორია", მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მათ ბიზნესზე მორგებულ როგორც ერთჯერად კონსულტაციებს, ასევე ცალკეული ფინანსური მიმართულების სერვისებსა და სრული ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგს.

გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა.

"ფინანსური ლაბორატორია" ეძებს სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერს.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი

პიროვნული თვისებები:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად დავალიანების მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია თანხების ჩარიცხვის მიზნით, კომპანიის ახალი კლიენტების შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** სხვა შესაბამისი აქტივობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** Excel-ის მინიმუმ მინიმალურ დონეზე ცოდნა.
** სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება
III ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან
IV ეტაპი: სამაგიდო თამაშის თამაში ჩვენს გუნდთან ერთად

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: Tamar.Arveladze@FinLab.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე