დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
New Yorker
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს "NewYorker"-ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker-ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani.
საქართველოში NewYorker-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.
"NewYorker" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის ტენდენციების კვლევა;
** კომპანიასთან დაკავშირებული სოციალური გვერდების მართვა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიციირება და მართვა
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** თანამშრომლობა მარკეტინგულ კომპანიებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო რედაქტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირება;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ხელფასს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N18
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|