Робота для біженців з України
კონტაქტ ცენტრის თიმ ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტაქტ ცენტრის თიმ ლიდერი
მომწოდებელი: ინტელიექსპრესი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის თიმ ლიდერის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში.

მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" II სართული
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად/განვითარების პერსპექტივა

სამუშაო აღწერილობა:

** კონტაქტ ცენტრში შემოსული ყოველდღიური საკითხების აღრიცხვა, დაჯგუფება და შემდგომი რეაგირება;
** ღია საკითხების აღრიცხვა და მოგვარების მონიტორინგი;
** ოპერატორების მომსახურების ხარისხის შეფასება, ზარების/ჩატების მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტის წარდგენა;
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და პერიოდული ანალიზი;
** პარტნიორების/ფილიალების უკუკავშირის შეგროვება და პერიოდული ანალიზი;
** კონტაქტ ცენტრში არსებული სისუსტეებისა და ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა;
** სტაჟიორების გადამზადების პროცესის მართვა და შემდგომი განვითარების ინიციატივები.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე: https://hel-ai.com/apply/qZfFRjHb
ან ელფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge (სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო "ინტელიექსპრესისს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე