დასახელება:
შეკვეთების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჩემი ოფისი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მის: ა.ბელიაშვილის #9
"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში შემოსული შეკვეთების დროული გატარება და ასახვა პროგრამულად;
** შემოსული შეკვეთების დოკუმენტაციის მართვა - კოორდინირება;
** კურიერების ადგილმდებარეობის მუდმივი კონტროლი;
** გასაგზავნი შეკვეთების გადანაწილება კურიერებზე;
** სამუშაო პროცესის მართვა და ობიექტური დაგეგმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ენერგიულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეეკვეთების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|