Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში შემდეგ ლოკაციებზე არსებულ მაღაზიებში:

ქ. თბილისში:

** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო"
** სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
** მაღაზია "აი სი არ ფეხსაცმელი" - ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45
** სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"
** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი გლდანი"

ქ. ბათუმში:

** სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი"
** გამსახურდიას ქუჩა

სამუშაო განაკვეთი: სრული. კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა
** საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა
** სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ბმული: https://forms.gle/VjJyhU7HfeuGR7RM8 ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@icr.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - მოლარე-კონსულტანტი თბილისი ან ბათუმი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე