დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ობიექტისათვის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, ასევე საგანგებო და სამაშველო ღონისძიებებისათვის გეგმების მომზადება და შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;
** დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულთა სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი დროულად და კომპეტენტურად;
** ყოველი სამუშაოს დაწყების წინ არსებული რისკების შეაფასება, რისკფაქტორებისა და მისი წარმოშობის წყაროს აღმოფხვრა, რისკის შემცველი პროცესის უსაფრთხო მუშაობით ან უფრო ნაკლებრისკიანი პროცესით ჩანაცვლება;
** შრომის უსაფრთხოების გეგმის ან სამუშაოების შესაბამისი მონიტორინგი და შემოწმება;
** თავად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და პერსონალს შორის ღია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ნდობის ხელშეწყობა, შრომის უსაფრთხოების წესების შესრულების შესაბამისად;
** კონტრაქტორებისგან ყველა საქმიანობის რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადების მოთხოვნა;
** ყველა საჭირო პირადი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სწორად გამოყენების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე გარემო პირობების მონიტორინგის უზრუნველყოფა (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ვიბრაცია, მტვერი, განათება და სხვა);
** შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის, მთავრობის რეგლამენტების, მინისტრის ბრძანებების დროულად და სრულყოფილად შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების შესახებ ანგარიშების სისტემატური მიწოდება შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელობისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება
** MS Office-ს პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|