Робота для біженців з України
გიდის პროფესიული მომზადების კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გიდის პროფესიული მომზადების კურსი
მომწოდებელი: ვიზიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია ათეული წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან.

2002 წელს ვიზიტ ჯორჯიას ბაზაზე შეიქმნა ვიზიტ ჯორჯიას აკადემია, სადაც ასეულობით კადრი აღიზარდა და დასაქმდა შემომყვანი ტურიზმის სფეროში. მრავალი მათგანი დღესაც ჩვენი დიდი გუნდის წევრია. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად სწორედ განათლება და პროფესიონალი კადრების უწყვეტი აღზრდა მიგვაჩნია.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: https://visitgeorgia.ge/

"ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" გთავაზობთ გიდის პროფესიული მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის ჩატარების, მოგზაურებთან კომუნიკაციისა და მაღალი სერვისის მიწოდების უნარებს.
კურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ: https://visitgeorgia.ge/our-brands/visitgeoria-academy/guide-training-course/


სარგებელი:

** დაეუფლები გიდის პროფესიას
** დასაქმდები მაღალანაზღაურებად პოზიციაზე
** გექნება მრავალფეროვანი და დინამიკური სამუშაო გარემო
** იმოგზაურებ მთელი ქვეყნის მასშტაბით
** შეხვდები საინტერესო ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
** შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს
** გექნება კარიერული ზრდის შესაძლებლობა

მოთხოვნები:

გიდის პროფესიული მომზადების კურსის გავლით დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** უცხო ენის ცოდნა (დონე C1 - გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, იაპონური ან კორეული; ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა კანდიდატების შერჩევისას ჩაითვლება უპირატესობად)
** გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

კურსის დეტალური ინფორმაცია: სასწავლო პროცესი დაიწყება 13 დეკემბერს და დასრულდება 15 აპრილს.

კურსი მოიცავს:

** 26 ლექციას
** ინდივიდუალურ სემინარებს
** 10 გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობას
** 2 შუალედურ და 1 ფინალურ გამოცდას

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ:

** სამშაბათს 11:00 - 13:00 (2 საათი)
** პარასკევს 11:00 - 13:00 (2 საათი)

სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე.

შეხვედრის ადგილი: ვიზიტ ჯორჯიას აკადემია. მისამართი: ინგოროყვას 4ა
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეული კანდიდატებისთვის სასწავლო კურსში მონაწილეობის საფასურს ფარავს "ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია".

მუშაობის ვადები და ანაზღაურება:

ყველა კურსდამთავრებული 2025 წლის ტურისტულ სეზონზე დასაქმდება ჩვენს კომპანიაში.

ანაზღაურება განისაზღვრება დღიურად, ნამუშევარი დღეების მიხედვით და შეთანხმდება თითოეულ კანდიდატთან მომზადების დაწყებამდე.

რეგისტრაცია:

გთხოვთ, სასწავლო კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა 5 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: academy@visitgeorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგ: გიდი (გერმანულენოვანი)
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLNw9J3A8R2gcw2fl9-whEpqBcYrk9952HvL0jZwVO9SK27A/viewform

გაითვალისწინეთ, შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება 20 ნოემბრიდან.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე