Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Calisia
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.

ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.

"კალისია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

პირობები:

ადგილმდებარეობა - ვახტანგ გორგასლის 128;
სამუშაო განაკვეთი - სრული;
სამუშაო დღეები - კვირაში 4-5 დღე;
სამუშაო საათები - 10:00-20:00;
ანაზღაურება - 700 + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

გაგმოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:

** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: calisiabatumihr@gmail.com. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე