დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ფარმაცევტული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის იმპორტის თვითღირებულების გაანგარიშება/ შემოსავალში აღება;
** RS-ის საიტზე ატვირთული ს.ზ და ა.ფ-ს ჩამოტვირთვა-ატვირთვა/მიღება/შედარება/შემოსავალში ასახვა/ბუღალტრულ პროგრამაში ORIS -ში გატარება;
** ხელფასების დარიცხვა-გადარიცხვა;
** საბანკო ოპერაციებს წარმოება;
** აღნუსხვის ფორმის სწორად შევსება;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მართვა და სისტემაში ჩანაწერების წარმოება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა ORIS-ის ცოდნა და მასში ბუღალტერიის წარმოების გამოცდილება;
** საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel);
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანდასახულობა;
** თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (09:30-17:30 1სთ. შესვენება 1სთ (13:00 - 14:00)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV (ფოტო სურათით) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: d.davitashvili2024@gmail.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|